სენაკში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ეროვნული სამოსისა და მუზეუმების საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს, რომელიც 21 მაისს დასრულდება.
21 მაისს, 20:00 საათიდან, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში გაიმართება: კოსტუმირებული მსვლელობა, თეატრალური სტუდიის სპექტაკლი ,,განდეგილი”, განთავსდება ფოტოზონები, თემატური ინსტალაციები, ღონისძიებას დაასრულებს კონცერტი – ლინდა ადამია და ბენდი 1/4