#სენაკის მუნიციპალიტეტში, 2024 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატა – #ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ #კვაუთში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები #დასრულებულია.
#კადრები – სოფელ კვაუთიდან – #რეაბილიტაციამდე – წლების მანძილზე, გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებებით და მოშლილი ინფრასტრუქტურით, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა და პროექტი – #დასრულების_შემდეგ – 2 602 გრძივ მ-ზე #დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი; #მოეწყო სახიდე გადასასვლელები, ხიდ-ბოგირი, მილხიდები, ახალი სანიაღვრე სისტემა.
პროექტი, ღირებულებით – 1 288 949 ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით #განხორციელდა.