მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სოციალური დაცვის პროგრამები

ჯანმრთელობის დაცვა - ქვეპროგრამები 2023

ქვეპროგრამის არსი:  მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებას და თანადაფინანსებას.

პროგრამით ისარგებლებენ:  სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები წელიწადში ერთხელ, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ონკოლოგიურ პაციენტებისა და 18 წლამდე მოზარდების შემთხვევაში.

ქვეპროგრამის პირობები:

  • სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის (გარდა ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) თანადაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა
  • სამკურნალოსარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. (თითოეული ბენეფიციარის შემთხვევაში წლიური ლიმიტი 1000 ლარი, 2000 ლარს ზემოთ გადასახდელი თანხის შემთხვევაში შესაძლებელია წლიური ლიმიტის ერთიანად გამოყენება)
  • მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების შემთხვევაში (მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია; კომპიუტერული ტომოგრაფია; პოზიტრონულემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებზე, 18 წლამდე მოზარდებზე, შშმ პირებზე და ონკოლოგიურ პაციენტებზე. მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების დაფინასება ბენეფიციარებს გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა

    წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • წერილობითი განცხადება;
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
  • სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №100;
  • ანგარიშფაქტურა; კალკულაცია; მომართვა ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოდან, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამიდან ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობის შესახებ.
  • გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების შემთხვევაში, ბენეფიციარი ან მისი უფლებამოსილი პირი გაწერიდან 10 დღის ვადაში წარმოადგენს ბენეფიციარის პირადობის მოწმობას, შესრულებული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელ სამედიცინო ფორმა №100; ანგარიშფაქტურა; (კალკულაცია); მომართვა ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოდან, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამიდან ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობის შესახებ; ცნობა ან სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან (ხელშეკრულება, შეთანხმება) გადასახდელი თანხის დავალიანების (გადავადების) თაობაზე.

ქვეპროგრამის არსი:  მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოწყვლადი ჯგუფებისათვის მედიკამენტების შეძენას.

პროგრამით ისარგებლებენ: სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული

  • სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახი
  • სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საპენსიო ასაკის პირი, რომელიც სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიქსირდება მარტოხელად ან მარტო მცხოვრებად
  • ონკოლოგიურ პაციენტები
  • თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტები
  • შშმ პირები
  • მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები და მათი შვილები
  • ვეტერანის სტატუსის მქონე პირები


ქვეპროგრამის პირობები:

  • სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება განხორციელდება  სამ თვეში ერთხელ 70 ლარის ფარგლებში.
  • სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საპენსიო ასაკის პირზე, რომელიც სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიქსირდება მარტოხელად ან მარტო მცხოვრებად, მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდება სამ თვეში ერთხელ 70 ლარის ფარგლებში.
  • ონკოლოგიურ პაციენტთა ქიმიოთერაპიული და იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.
  • თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება სამ თვეში ერთხელ 100 ლარის ფარგლებში.
  • შშმ პირებზე მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება სამ თვეში ერთხელ 100 ლარის ფარგლებში;
  • მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებზე და მათ შვილებზე მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება სამ თვეში ერთხელ 100 ლარის ოდენობით.
  • ვეტერანის სტატუსის მქონე პირთათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება სამ თვეში ერთხელ 100 ლარის ფარგლებში.

    წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დახმარების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ  სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №100;
  • ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან;
  • სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი

ქვეპროგრამის არსი:   ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე უფრო გავრცელებული პათოლოგიების (ჰიპერაქტივობისა და ჰიპერკინეზების სინდრომი, თვალის პათოლოგია და სქოლიოზი) ამ პათოლოგიების დროული მკურნალობისა და მათთან დაკავშირებული სხვა დაავადებების აღმოცენების პრევენციის მიზნით.

პროგრამით ისარგებლებენ: სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლის დაწყებითი კლასების პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები.

ქვეპროგრამის პირობები: ქვეპროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა მერიის მიერ განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“კანონის შესაბამისად.

სოციალური დაცვა - ქვეპროგრამები 2023

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:   ა(ა)იპ  ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრი’’

ქვეპროგრამის არსი:   სოციალურად დაუცველი და მზრუნველობა მოკლებული მოსახლეობის ყოფითი პირობების ხელშეწყობა: ა(ა)იპ ,,სენაკის მზრუნველობამოკლებულთა კვების  ცენტრის’’ სასადილო ემსახურება სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს ყოველდღიურად დღეში ერთჯერადი ცხელი საკვებით.

პროგრამით ისარგებლებენ:

  • მზრუნველობამოკლებული ოჯახები
  • მარტოხელა ხანდაზმულები
  • მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები;
  • შშმ პირები
  • ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირები.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი; წარმომადგენლის შემთხვევაში – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი.
  • სარეიტინგო ქულა -ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან

ქვეპროგრამის არსი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა,მრავალშვილიანი ოჯახების გაძლიერება ოჯახში ბავშვის აღზრდისა და სრულფასოვანიგანვითარებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად, სიღარიბის დასაძლევად დასიღარიბეში ჩავარდნის პრევენციისათვის ფინანსური დახმარების გაწევა. ქვეპროგრამის ფარგლებშიგათვალისწინებულია მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური ფინანსური დახმარება.

პროგრამით ისარგებლებენ: სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 4 და 4 -ზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახები.

ქვეპროგრამის პირობები:

მრავალშვილიანი (4 და 4 ზე მეტი  18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ფინანსური ყოველთვიური დახმარება  თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით;

4 ბავშვიან ოჯახზე-200 ლარი

5 ბავშვიან ოჯახზე – 250 ლარი

6 ბავშვიან ოჯახზე – 300 ლარი

7 ბავშვიან ოჯახზე – 350 ლარი

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დახმარების მისაღებად ერთ-ერთმა მშობელმა (მზრუნველმა) მერიაში უნდა წარმოადგინოს: 

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • შვილების დაბადების მოწმობები
  • საბანკო რეკვიზიტები

ქვეპროგრამის არსი:  ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება.

პროგრამით ისარგებლებენ: სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული

  • დედ-მამით ობოლი ბავშვები (18 წლამდე)
  • იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული პირები
  • სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვიანი ოჯახი, რომელმაც „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ და არის მოლოდინის რეჟიმში  მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. 

ქვეპროგრამის პირობები:

  • დედ-მამით ობოლ ბავშვებზე (18 წლამდე) ყოველთვიურად ერთ ბავშვზე გაიცემა 200 ლარი;
  • იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირებზე პროგრამა ითვალისწინებს თითოეულზე ყოველთვიურად 150 ლარის გაცემას
  • ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა ითვალისწინებს ბავშვის ხელოვნური საკვების დაფინანსებას ერთ გაცემაზე არაუმეტეს 80 ლარის ოდენობით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 დედ-მამით ობლების დახმარების მისაღებად მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ცნობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრიდან მეურვის ვინაობის შესახებ
  • ბავშვების დაბადების მოწმობები
  • საბანკო რეკვიზიტები

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირებზე დახმარების მისაღებად თავად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №100; (შესამისი სამედიცინო ჩვენებით)
  • საბანკო რეკვიზიტები

ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით  დახმარების მისაღებად ოჯახის კანონიერმა წარმომადგენელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:                

  • განცხადება;
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
  • ბავშვის დაბადების მოწმობა;
  • მომართვა/ცნობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრიდან ბავშვთა ხელოვნური კვებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დარეგისტრირების თაობაზე.
  • ანგარიშფაქტურა სააფთიაქო დაწესებულებიდან ხელოვნური საკვების მითითებით; 

ქვეპროგრამის არსი:  პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურება. გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის და ომის ვეტერანის ოჯახზე ფინანსური დახმარების გაწევა.

 

პროგრამით ისარგებლებენ: სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული

 

  • გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის ოჯახი
  • ომის ვეტერანის ოჯახი
     

ქვეპროგრამის პირობები:

 

  • გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის ოჯახზე ფინანსური დახმარება-300 ლარით,
  • ომის ვეტერანის ოჯახზე ფინანსური დახმარება-300 ლარით, 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად გარდაცვლილი დევნილის მოქალაქის/ვეტერანის  ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 

  • წერილობითიგანცხადება; 
  • განმცხადებლისპირადობისმოწმობის ასლი; 
  • გარდაცვალებისმოწმობის ასლი; გარდაცვლილი                   
  • იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის ასლი/გარდაცვლილის ომის მონაწილის პლასტიკური ბარათი 
  • სხვა სახის დოკუმენტი განცხადების განმხილველიჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
  • საბანკო რეკვიზიტები

ქვეპროგრამის არსი:  პროგრამის მიზანია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე მოზარდების სოციალურ – ემოციური, სოციალური განვითარების, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად,  მულტიდისციპლინური – ინტერდისციპლინური გუნდის – რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი/ ფიზიკური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ თერაპიის მიწოდებას.

 

პროგრამით ისარგებლებენ:  სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2- 18 წლამდე ბენეფიციარები, რომლებიც არიან შეფასებული შესაბამისი ინსტრუმენტით და აქვთ დიაგნოზი:

  • 0 – ბავშვთა აუტიზმი,
  • 9 – განვითარების ზოგადი, აშლილობა დაუზუსტებელი.
     

ქვეპროგრამის პირობები: გაწეული მომსახურება ანაზღაურდება თითოეულ ბენეფიციარზე წლიური გეგმის შესაბამისად ყოველთვიურად 350 ლარის ოდენობით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 მშობლის/კანონიერ წარმომადგენელის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს:

  • განცხადება;
  • განმცხადებლისპირადობის მოწმობის ქსეროასლი;
  • ბავშვისდაბადების მოწმობა ADOS-2 (შეფასების დასკვნა) ;
  • ფორმა 100 ( სადაც მითითებულია შესაბამისი დიაგნოზი 0 – ბავშვთა აუტიზმი, ანF84.9 – განვითარების ზოგადი, აშლილობა დაუზუსტებელი)
  • საბანკო რეკვიზიტები

ქვეპროგრამის არსი:  პროგრამის მიზანია ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება.

 

პროგრამით ისარგებლებენ:  სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები. 

ქვეპროგრამის პირობები: სრული ზარალის შემთხვევაში ერთ ოჯახზე 4000 ლარის ოდენობით; ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში 1500 ლარით.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • აქტი (ხანძრის შესახებ), გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ქ. სენაკის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მიერ;
  • ცნობა (ხანძრის შესახებ), გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ქ.სენაკის სახანძროსამაშველო განყოფილების
  • ასევე სხვა სახის დოკუმენტი განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში.

ქვეპროგრამის არსი:  პროგრამა  ითვალისწინებს ფინანსური დახმარების გაწევას დამოუკიდებლად ცხოვრების, სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით, ასევე ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას.

 

პროგრამით ისარგებლებენ: სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული

  • 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და ვერ იქნენ რეინტეგრირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მომსახურებებიდან.
  • ავარიული და საცხოვრებლად საშიში შენობებიდან გამოყვანილი,  სხვადასხვა მიზეზით (საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევის ან სხვა გარემობების შედეგად) უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები;
  • რეინტეგრირებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახები
  • მოქალაქე, რომლის უფლებები დაირღვა და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის მსხვერპლი.
     

ქვეპროგრამის პირობები:

 

  • სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და ვერ იქნენ რეინტეგრირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მომსახურებებიდან. დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში.(დახმარება გაიცემა 30 წლამდე პირებზე)
  • ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ავარიული და საცხოვრებლად საშიში შენობებიდან გამოყვანილი,  სხვადასხვა მიზეზით (საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიურიუბედურების, უბედური შემთხვევის ან სხვა გარემობების შედეგად) უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების უზრუნველყოფა ბინის ქირით. დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
  • სენაკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული რეინტეგრირებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებზე. დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
  • მოქალაქეზე, რომლის უფლებები დაირღვა და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის მსხვერპლი – მასზე გაიცემა ერთჯერადად 300 ლარი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • განცხადებაში აღნიშნული გარემოებებისდამადასტურებელი დოკუმენტები. 
  • ასევე სხვა სახის დოკუმენტი განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში.
  • საბანკო რეკვიზიტები

ქვეპროგრამის არსი:  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარება.

 

პროგრამით ისარგებლებენ:  სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული,

  • დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმის დიაგნოზის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
  • მხედველობის პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
  • სმენადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
     

ქვეპროგრამის პირობები:

  • გონებრივი განვითარების შეფერხების (მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა,აუტიზმი) მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ყოველთვიურად თითოეულ ბენეფიციარზე გაიცემა 100 ლარი;  
  • მხედველობის პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე წელიწადში ორჯერ გაიცემა 200 ლარი;
  • სმენადაქვეითებული  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;  წელიწადში ორჯერ   გაიცემა 200 ლარი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • მოზარდის შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობის ასლი;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა)
  • სსე შემოწმების აქტის ამონაწერი.
  • საბანკო რეკვიზიტები

ქვეპროგრამის არსი:  ხანდაზმულთა, ვეტერანთა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახებზე ფინანსურ დახმარებას

 

პროგრამით ისარგებლებენ:  სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული

 

  • 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეები
  • ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეები
  • აგვისტოს ომის დროს და ISAF-ის მისიაში დაღუპულის ოჯახები.
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებიდა მათთან გათანაბრებულ პირები
     

ქვეპროგრამის პირობები:

 

  • 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე, კვარტალურად ერთ ხანდაზმულზე გაიცემა 300 ლარი
  • ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის (26 აპრილს) გაიცემა 100 ლარი.
  • აგვისტოს ომის დროს და ISAF-ის მისიაში დაღუპულის ოჯახებზე (8 აგვისტოს) გაიცემა 500 ლარი
  • ქვეპროგრამის ფარგლებში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, „სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ ფორმირებული ბაზის მიხედვით სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე მათი  ღვაწლის დაფასების, თანადგომისა და მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი; წარმომადგენლის შემთხვევაში – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი.
  • შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები

ქვეპროგრამის არსი:  თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების ფინანსური ხელმისაწვდომობა დიალიზის პროგრამით მომსახურების მისაღებად.

 

პროგრამით ისარგებლებენ:  სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეები. 

ქვეპროგრამის პირობები:

პროგრამა ითვალისწინებს თირკმლის  ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის  ცენტრებამდე ტრანსპორტირების ყოველთვიური  ხარჯების დაფინანსებას 200 ლარით.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი; წარმომადგენლის შემთხვევაში – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი.
  • ფორმა N100  სამედიცინო დაწესებულებიდან სადაც  მითითებულია  შესაბამისი  სამედიცინო  ჩვენება.
  • საბანკო რეკვიზიტები

ქვეპროგრამის არსი:  სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები  მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისა და შშმ პირებისათვის თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნა მათთვის შინ მომსახურების მიწოდების დანერგვით;

 

 პროგრამით ისარგებლებენ:  სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულები 

ქვეპროგრამის პირობები:

 

პროექტის ფარგლებში, შინ მომსახურების სერვისის მიწოდება ხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტში მისი 15 ადმინისტრაციული ერთეულის ჩათვლით. აღნიშნული სერვისის მისაწოდებლად შეიქმნა მულტიდისციპლინარული ჯგუფი რომელიც დაკომპლექტდა შემდეგი სპეციალობების ადამიანებისაგან: სოციალური მუშაკი, ხელოსანი, დამლაგებელი და მძღოლი, რომელსაც ასევე შეუძლია საჭიროების შემთხვევაში შეაკეთოს საოჯახო ინვენტარი, ელექტრო მოწყობილობები, ავეჯი, ელექტრო გაყვანილობა.  შერჩეულ 20 ბენეფიციარს მომსახურება მიეწოდება. წინასწარ შექმნილი ინდივიდვალური გეგმის მიხედვით, რომელიც მოიცავს საჭიროებისამებრ  სხვადასხვა სამუშაოებს, საოჯახო საქმეებში დახმარებას, ჯანდაცვის სერვისის მიღებას, ფსიქოლოგიური მხარდაჭერას, სოციალურ საკითხებს, ზამთრისთვის მზადებაში დახმარებას. თითო ბენეფიციარის ოჯახში მომსახურეობის დრო მოიცავს საშუალოდ  2-4 საათს რაც თვეში საერთო მოცულობით ერთ ბენეფიციარზე შეადგენს 36 კაცი-საათს, ხოლო ყველა ბენეფიციარზე საშუალოდ 720 კაცი-საათის მომსახურება თვეში.  თვეში ბენეფიციარებს  მომსახურეობის მიწოდება 3-4 ჯერ ხდება სხვადასხვა ინტესივობით, რადგან იკვეთება საჭიროება გარკვეულ ბენეფიციარებთან უფრო მეტი, ამას განაპირობებს მათი ჯამრთელობის მდგომარეობა, მხედველობის თუ მსხვილი და ნატიფი მოტორიკის ფუნქციონირების ხარისხი, დიასახლისის მიერ ყოველი ვიზიტისას ხდება სახლის მშრალი და სველი ტიპით დალაგება, ირეცხება ჭურჭელი, იწმინდება ფანჯრები,  წესრიგდება  სან-ჰიგიენური ქსელი.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი; წარმომადგენლის შემთხვევაში – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი.
  • სარეიტინგო ქულა -ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან

მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები წლების მიხედვით

მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა 

ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამა

პროგრამა  ითვალისწინებს  სენაკის   მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებული ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ფინანსური  ხელმისაწვდომობის   გაზრდის გზით.დახმარებით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები წელიწადში ერთხელ, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ონკოლოგიურ პაციენტებისა და 18 წლამდე  მოზარდის შემთხვევაში.

ა)სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის (გარდა ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) თანადაფინანსება  ბენეფიციარებს, დახმარება გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.

 

ბ)გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების შემთხვევაში, ბენეფიციარის სტაციონარიდან გამოწერამდე, მისი უფლებამოსილი პირი წარმოადგენს ბენეფიციარის პირადობის მოწმობას, მიმდინარე სამედიცინო ფორმა N100 და წინანსწარ ანგარიშფაქტურას, სადაც განსაზღვრული იქნება ბენეფიციარის გადასახდელი თანხა. დახმარება გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.

გ)სამკურნალო-სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება ბენეფიციარებს  გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

დ)მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების შემთხვევაში (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია; კომპიუტერული ტომოგრაფია;   პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია   თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებზე, 18 წლამდე მოზარდებზე და ონკოლოგიურ პაციენტებზე. მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების დაფინასება ბენეფიციარებს  გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

 

მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების ქვეპროგრამა

პროგრამის მიზანია სენაკის   მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებული მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფა ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

ა)სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ    70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსება  განხორციელდება 70 ლარის ფარგლებში

)ონკოლოგიურ პაციენტთა ქიმიოთერაპიული და იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის, ასევე ექიმის დანიშნულებით მედიკამენტების   თანადაფინანსება ბენეფიციარებს  გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არა უმეტეს 500  ლარისა.

გ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება 100 ლარის ფარგლებში.

დ) შშმ პირებზე, რომელთა ოჯახები არ არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ერთიან ბაზაში, მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება 100 ლარის ფარგლებში.

დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე უფრო გავრცელებული პათოლოგიების (ჰიპერაქტივობისა და ჰიპერკინეზების სინდრომი, თვალის პათოლოგია და სქოლიოზი) ამ პათოლოგიების დროული მკურნალობისა და მათთან დაკავშირებული სხვა დაავადებების აღმოცენების პრევენციის მიზნით. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლის დაწყებითი კლასების პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები (990 ბენეფიციარი)

მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა

პროგრამები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფას, კერძოდ: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უფასო ამბულატორიული მომსახურეობითა და მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სარიტუალო მომსახურებას, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას დახმარებას, სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების ფარგლებში, ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების  ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარებას, მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარებას, დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა სოციალურ დახმარებას, აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე დახმარებას,  და დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას. აღნიშნული პროგრამები მთლიანობაში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურეობისა და მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა 

პროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრი.

 პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი და მეურვეობას მოკლებული მოსახლეობის დღეში ერთჯერადი სადილით უზრუნველყოფა, ყოველკვარტალურად ტკბილეულისა და სადღესასწაულოდ საჩუქრების გადაცემა.

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, მრავალშვილიანი ოჯახების გაძლიერება ოჯახში ბავშვის აღზრდისა და სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად, სიღარიბის დასაძლევად და სიღარიბეში ჩავარდნის პრევენციისათვის ფინანსური დახმარების გაწევა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი (4 და 4-ზე მეტი  18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ყოველთვიური დახმარება დახმარება თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით;

ბავშვზე ზრუნვის პროგრამა

პროგრამის მიზანია: ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება. პროგრამა  ითვალისწინებს:

ა)დედ-მამით  ობოლ  ბავშვებზე (18 წლამდე) დახმარებას, კერძოდ, ყოველთვიურად  ერთ  ბავშვზე  გაიცემა  100 ლარი

ბ)იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა დახმარება. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულზე ყოველთვიურად 150 ლარის გაცემას

გ)1წლამდე ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა – ქვეპროგრამის  სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვიანი ოჯახი (სოციალურად დაუცველი) და ითვალისწინებს ბავშვის ხელოვნური საკვების  დაფინანსებას  ერთ გაცემაზე არაუმეტეს 80 ლარის ოდენობით.

კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების პროგრამა

პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურება, კერძოდ: დევნილი მოქალაქის ოჯახზე 200 ლარი; ომის ვეტერანის ოჯახზე 250 ლარი. 

ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა

პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება, კერძოდ: სრული ზარალის შემთხვევაში ერთ ოჯახზე 2500 ლარის ოდენობით; ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში 1000 ლარით. 

სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამა

ქვეპროგრამა  ითვალისწინებს ფინანსური დახმარების გაწევას დამოუკიდებლად ცხოვრების, სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით შემდეგ პირებზე:

ა)სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და ვერ იქნენ რეინტეგრირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მომსახურებებიდან. დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

ბ)სენაკის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე პირებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ბინის ქირის უზრუნველყოფის მიზნით გაეწევათ ფინანსური დახმარება, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

გ)სენაკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული რეინტეგრირებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებზე, დახმარება გაიცემა ყოველკვარტალურად 300 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

დ) მოქალაქეზე, რომლის უფლებები დაირღვა და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა) სტატუსის მინიჭების შემდგომ გაიცემა ერთჯერადად  300 ლარი.

თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამა

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, კერძოდ ტრანსპორტირების ყოველთვიური ხარჯების დაფინანსებას 150 ლარით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ამოცანაა განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ დახმარებას, კერძოდ;ა) მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდებზე წელიწადში ორჯერ ერთ მოქალაქეზე გაიცემა 200 ლარი; ბ) სმენადაქვეითებულ პირებზე (I და II ჯგუფის ინვალიდებზე) წელიწადში ორჯერ ერთ მოქალაქეზე გაიცემა 200 ლარი. გ)გონებრივი განვითარების შეფერხების (მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი) მქონე პირებზე,  ყოველთვიურად გაიცემა 100; ქვეპროგრამის ამოცანაა განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება.

სოციალური ღონისძიებების პროგრამა

ა) 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე კვარტალურად ერთ ხანდაზმულზე გაიცემა 200 ლარი          ბ) სამამულო ომის ვეტერანზე (9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით) გაიცემა 1000 ლარი                გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის (26 აპრილს) გაიცემა 100ლარი                                                                                                                                                                      დ)ISAF-ის მისიაში და აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე 8 აგვისტოს გაიცემა თითოეულზე 500 ლარი

დღის ცენტრ ა(ა)იპ „ლაზარე-2015“ დაფინანსება

ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დღის ცენტრის ფინანსური  მხარდაჭერა- დღის ცენტრ  „ლაზარე-2015“-თვის ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხით უზრუნველყოფა.

პროექტი ‘საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ თანადაფინანსება

პროგრამის მიზანია  უსაფრთხო თემების ჩამოყალიბების/განვითარების ხელშეწყობა კატასტროფებისათვის მზადებით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით და სოციალური მხარდაჭერით. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქმიანობათა ცენტრის ფუნქციონირება პერსონალის,მოხალისეებისა და ბენეფიციარების თანამონაწილეობით. ჩატარდება რეგულარული ტრენინგები მოხალისეთათვის, შეიქმნება მოხალისეთა აღჭურვილი და გადამზადებული მობილური ჯგუფები. შემუშავდება მუნიციპალიტეტის განახლებული რეაგირების გეგმა. პროექტის ამოცანაა თემის მედეგობის გაძლიერება უბედურ შემთხვევეთან, დაავადებებტან და ეპიდემიებთა, კონფლიქტურ და კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებისა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. ასევე ცენტრზე დაფუძნებული საქმიანობების განვითარება თემებში მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულებისა და ახალგაზრდებისათვის.

პროექტი „შშმ პირთა  საოჯახო ტიპის საცხოვრისი“ თანადაფინანსება

პროგრამის მიზანია  სენაკის მუნიციპალიტეტში გაიხსნას შშმ პირთა პირველი საოჯახო ტიპის საცხოვრისი, რომელშიც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განთავსდებიან, საოჯახო ტიპის სახლი ოჯახთან მიახლოებული გარემოა სადაც შშმ პირებს საშუალება აქვთ იცხოვრონ, მიიღონ ის ზრუნვა და სერვისები, რასაც ოჯახურ გარემოში მიიღებდნენ. პროგრამის ბენეფიციარი იქნება ხუთი შშმ პირი, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრისი ან შშმ პირი, რომელმაც მასზე მზრუნველი  დაკარგა.

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.

 

მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფას, კერძოდ: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უფასო ამბულატორიული მომსახურეობითა და მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სარიტუალო მომსახურებას, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის სადღესასწაულო დღეებში დახმარებას, ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას, სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარებას, ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარებას, მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარებას, დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა სოციალურ დახმარებას, აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე დახმარებას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საამშენებლო მასალებით დახმარებას და დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას. აღნიშნული პროგრამები მთლიანობაში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურეობისა და მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა 

პროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურეობის და მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა.

პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი და მეურვეობას მოკლებული მოსახლეობის დღეში ერთჯერადი სადილით უზრუნველყოფა (გარდა კვირა დღისა) ყოველკვარტალურად ტკბილეულისა და სადღესასწაულოდ საჩუქრების გადაცემა.

 

კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების პროგრამა

პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურება, კერძოდ: დევნილი მოქალაქის ოჯახზე 200 ლარი; ომის ვეტერანის ოჯახზე 250 ლარი. 

 

სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა

პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: საახალწლო საჩუქარი კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ბავშვებისათვის (450 ბენეფიციარი). შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებისათვის საჩუქრის (პროდუქტების) გადაცემა; საახალწლო და სააღდგომო საჩუქარი მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებისათვის (150 ოჯახი). საახალწლო საჩუქარი დედ-მამით ობლებისა და 100 წელს გადაცილებულთათვის. საახალწლო საჩუქარი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის (22 ოჯახი) და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის.

 

ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა

პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება, კერძოდ: სრული ზარალის შემთხვევაში ერთ ოჯახზე 2500 ლარის ოდენობით; ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში 1000 ლარით. 

 

სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამა 

პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

 

სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარების ქვეპროგრამა

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის პირებს, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და ვერ იქნენ რეინტეგრირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“მომსახურებიდან დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის, ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევას. ასევე დახმარება გაეწევათ სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო, მძიმე სოციალური პირობების მქონე პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. დახმარება გაიცემა ყოველკვარტალურად 200 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

 

ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების ქვეპროგრამა

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქალაქეზე (მსხვერპლზე) რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა) სტატუსის მინიჭების შემდგომ მოქალაქეზე ერთჯერადად 200 ლარის გაცემას. 

 

ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამა

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. 

 

სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების ქვეპროგრამა 

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:  ა) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის, ასევე სამედიცინო საგნებით (გარდა ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული დაავადებისას დაგეგმილი ადენოტონზილექტომიის, ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) თანადაფინანსების პირობებში 18 წლამდე მოზარდებს დახმარება გაეწევა სრულად, მაგრამ არაუმეტეს 1200ლარისა;

ბ) 500 ლარამდე თანადაფინანსების შემთხვევაში (გარდა ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული დაავადებისას დაგეგმილი ადენოტონზილექტომიის, ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) სრულწლოვან ბენეფიციარებს დახმარება გაეწევა გადასახდელი თანხის 50%-ით. სხვა შემთხვევაში, ბენეფიციარს დახმარება გაეწევა 300 ლარს დამატებული 500 ლარის ზემოთ გადასახდელი თანხის 30 %, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.

გ) სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „C“ ჰეპატიტით დაავადებულ პირებს „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის დიაგნოსტირებისათვის აუცილებელი კვლევების თანადაფინასებისათვის დახმარება გაეწევა 150 ლარით.

 

მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების ქვეპროგრამა

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ა)სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდება 70 ლარის ფარგლებში ბ)სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე სამედიცინო საგნებით უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდება სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პირობების შესაბამისად. გ) ონკოლოგიურ პაციენტთა ქიმიოთერაპიული და იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პირობების შესაბამისად. დ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება 100 ლარის მედიკამენტებით. 

 

თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამა

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, კერძოდ ტრანსპორტირების ყოველთვიური ხარჯების დაფინანსებას 100 ლარით (21 ბენეფიციარი) .

 

იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარების პროგრამა 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს იშვიათი დაავადების მქონე პირების დახმარებას. კერძოდ, თითოეულზე კვარტალურად გაიცემა 350 ლარი (6 ბენეფიციარი)

 

მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარების პროგრამა 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი (4 და 4- ზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ყოველკვარტალური დახმარება (პროგრამა გავრცელდება იმ 4 შვილიან ოჯახებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არიან 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით) თითოეულ ბავშვზე 40 ლარის ოდენობით; (40 ოჯახი) 

 

დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარების პროგრამა 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარებას, კერძოდ, ყოველკვარტალურად ერთ ბავშვზე გაიცემა 150 ლარი. (4 ბენეფიციარი) 

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური 

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ დახმარებას, კერძოდ:

ა) მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდებზე წელიწადში ორჯერ ერთ მოქალაქეზე გაიცემა 100 ლარი; (50 ბენეფიციარი) 

ბ) სმენადაქვეითებულ პირებზე (I და II ჯგუფის ინვალიდებზე) წელიწადში ორჯერ ერთ მოქალაქეზე გაიცემა 100 ლარი (26 ბენეფიციარი) 

გ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომითა და აუტიზმით დაავადებულ პირებზე წელიწადში ორჯერ ერთ პირზე გაიცემა 100 ლარი; (50 ბენეფიციარი) ქვეპროგრამის ამოცანაა განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება გონებრივი განვითარების შეფერხების (მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი) მქონე პირები, რომლებზეც წელიწადში ორჯერ გაიცემა 100 ლარი (50 ბენეფიციარი). ქვეპროგრამის ამოცანაა განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთაგან ვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება.

 

სოციალური ღონისძიებების პროგრამა

პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთა სოციალურ დახმარებას, კერძოდ:

ა) 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე კვარტალურად ერთ ხანდაზმულზე გაიცემა 200 ლარი (5 ბენეფიციარი).

ბ) სამამულო ომის ვეტერანზე (9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით) გაიცემა 200 ლარი (9ბენეფიციარი). 

გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის (26 აპრილს) გაიცემა 100 ლარი (13 ბენეფიციარი).

 

F ISAF-ის მისიაში და აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე დახმარების პროგრამა 

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს აგვისტოს ომის დროს და ISAF- მისიაში დაღუპულის ოჯახებზე (8 აგვისტოს) გაიცემა 500 ლარი (7 ბენეფიციარი). 

 

სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამა

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. კერძოდ, ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000–ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე საკუთრებაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოებისათვის 2000 ლარის ფარგლებში საამშენებლო მასალების (აზბესტოცემენტის ტალღოვანი ფურცელი, ხის მასალა) გადაცემას. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ქსეროასლი; სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; საცხოვრებელი სახლის საკუთრების/ფაქტობრივი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სენაკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა. წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა განხორციელდება ერთობლივი კომისიის (შემდგომში – კომისიის) მიერ. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 9 წევრით, მათ შორის საკრებულო კომისიაში წარმოდგენილია 3 წევრით. კომისია სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას თითოეულ ოჯახზე არაუმეტეს 2000 ლარის ფარგლებში სამშენებლო მასალის გამოყოფის თაობაზე. კომისიის სხდომის ოქმი დასკვნასთან ერთად წარედგინება სენაკის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამოყოფილი სამშენებლო მასალის გადაცემა განხორციელდება სათანადო მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე. გადასაცემი სამშენებლო მასალის შეძენა განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 

 

დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამა

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე უფრო გავრცელებული პათოლოგიების (ჰიპერაქტივობისა და ჰიპერკინეზების სინდრომი, თვალის პათოლოგია და სქოლიოზი) ამ პათოლოგიების დროული მკურნალობისა და მათთან დაკავშირებული სხვა დაავადებების აღმოცენების პრევენციის მიზნით. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლის დაწყებითი კლასების პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები (990 ბენეფიციარი)

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content