🔹დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან ერთად, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, საარჩაიო-ზედა სორტის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
🔹აღნიშნულ ლოკაციაზე, წლების შემდეგ, პირველად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც, მოსახლეობა კეთილმოწყობილი, განახლებული გზით ისარგებლებს.
🔘პროექტი, რომლის ღირებულება 397 286 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
☑️პარალელურად, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს საოდიშარიოს უბნის გზის რეაბილიტაცია;
☑️მუნიციპალური აიპების – ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების რებილიტაციის პროცესი;
☑️მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები – ქალაქად, ორ ლოკაციაზე;
☑️დამცავი ჯებირები ეწყობა ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრისკენ მისასვლელ გზაზე;
☑️ქალაქად, ცერცვაძის ქუჩის მეორე ჩიხში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები.