დღეს, სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეაში, სენაკელი მხატვრის, არქიტექტორის, მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტის, ზაზა ჯანჯღავას პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
სენაკში, გაზაფხულის, დედისა და ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი თემატური ღონისძიებები, მხატვარ ზაზა ჯანჯღავას ნამუშევრების გამოფენით დაიწყო.
მხატვრის შემოქმედებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მოღვაწეობის 43 წლის მანძილზე, ზაზა ჯანჯღავას მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიო გამოფენებში; პერსონალური გამოფენები ჰქონდა ლონდონში, თბილისში, ბათუმში, სენაკსა და ყაზბეგში