დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, სენაკის საამაყო შვილის, აფხაზეთში ქვეყნის თავისუფლებას შეწირული მამულიშვილის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა.
ჩვენი დროის გმირს, დღეს, 79 წელი შეუსრულდებოდა.
მისი გმირული თავდადება არის სამშობლოსათვის თავგანწირვის მაგალითი, რომელზედაც მომავალი თაობები გაიზრდებიან.
თითოეული სენაკელისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ჩვენი მადლიანი კუთხე ქვეყნისთვის თავდადებული გმირების აღმზრდელი სავანეა.
მარადიული ხსოვნა და დიდება გმირებს!
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი