მდინარის ადიდების შედეგად, ბორნით სარგებლობა შეუძლებელი გახდა და გარესამყაროს, სოფელ სერიაჩქონში მცხოვრები 8 ოჯახი, 20-მდე ადამიანი, მოწყვიტა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.
მუნიციპალიტეტის მერი შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო და გარესამყაროს მოწყვეტილ ოჯახებს სასურსათო პროდუქტები გადასცა.