მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ხორში-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები

სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყო ხორში-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები.
პროექტი, რომლის ღირებულება 1 963 308 ლარს შეადგენს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
აღნიშნულ ლოკაციაზე, წლების მანძილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა.
მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, განახლებული გზით ორი ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა ისარგებლებს.
სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან, თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად გაეცნო.
პარალელურად, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
ასევე, უახლოეს პერიოდში დაიწყება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესი.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2023
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content