მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ხელოვნების ცენტრის დაარსებიდან 5 წელი გავიდა

სენაკის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა – რეაბილიტირდა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ისტორიული შენობა.

პროექტის ფარგლებში, წლების შემდეგ, პირველად, სრულად განახლდა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდი საკონცერტო დარბაზი და სცენა; რეაბილიტირდა სასწავლო ოთახები, კეთილმოეწყო დერეფანი, ასევე განახლდა მცირე საკონცერტო დარბაზი.

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა, ხელოვნების ცენტრს, დაარსებიდან 5 წლის იუბილე მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

ახლადრეაბილიტირებულ საკონცერტო დარბაზში გაიმართა საღამო, რომელშიც მონაწილეობა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო და სამხატვრო სკოლების პედაგოგებმა და ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ,,გოგალაიმ” მიიღეს.

დაარსებიდან დღემდე, ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრმა, 230 სახელოვნებო და შემოქმედებითი აქტივობა განახორციელა.

სახელოვნებო განათლებას 200-ზე მეტი მოსწავლე დაეუფლა.

ჩამოყალიბდა საბალეტო ჯგუფი;

სამხატვრო სკოლა ჩაერთო საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის პროექტში – ,,ნახატები ბიბლიურ თემებზე“:

პირველად განხორციელდა პროექტები – „კინო სკოლაში”, ,,ქართული საეკლესიო გალობის ფესტივალი სენაკში“, ,,ხელოვნების საკვირაო, ზამთრის და საზაფხულო სკოლა“.

სამუსიკო სკოლაში ფუნქციონირებს საფორტეპიანო, საორკესტრო (ვიოლინო), საესტრადო, საგუნდო სიმღერის, გიტარისა და ხალხურ საკრავთა შემსწავლელი განყოფილებები;

მიმდინარე სასწავლო წლიდან, ცენტრის სამუსიკო სკოლას დაემატა საორკესტრო მიმართულებები – ჩელო, საქსაფონი, ფლეიტა, ალტი – ინსტრუმენტებზე სწავლება.

სამხატვრო სკოლაში ისწავლება: ხატვა, ფერწერა, ხელოვნების ისტორია, გრაფიკა, ძერწვა, კომპოზიცია.

არსებობის 5 წლის მანძილზე, ხელოვნების ცენტრის მოსწავლეებმა, რესპუბლიკურ და რეგიონალურ კონკურს-ფესტივალებში არაერთგზის მოიპოვეს გამარჯვება და ლაურეატის წოდება.

სახელოვნებო-საგანმანათლებლო კერა – დიდი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლა, განახლებულ, კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებს თავის საპატიო მისიას, რასაც მომავალი თაობის ხელოვნებასთან ზიარება ქვია.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2023
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content