სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობას, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა.
აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა პროფილის ექიმებმა მიიღეს.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სამედიცინო აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.
პროექტის ფარგლებში, ხვალ, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას ჩაუტარდება.