ქალაქ სენაკში, სილოვან შამათავას ქუჩის ბოლო მონაკვეთზე, სალიანდაგო ხიდის ქვეშ, აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხზე არსებული ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის ღირებულება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, 197 724 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც შპს ,,მენათი’’ახორციელებს, მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდება.
პარალელურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურად ხორციელდება.