წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის პროექტის – ,,ლურჯი ნაკადული” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში, დასუფთავების აქცია მოეწყო.
აქციის მონაწილეებმა, ახალსოფლის, ნოსირისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულებში, დაასუფთავეს მდინარე ტეხურის სანაპირო ზოლი, თბილისი- სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის მონაკვეთი, ცენტრალური ლოკაციები.
ნოქალაქევისა და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსდა ნაგავშემკრები კონტეინერები.
პროექტის ფარგლებში, გეჯეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი, თემაზე: ,,წყლის რესურსების დაცვა”.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლის 22 მარტიდან აღინიშნება და მსოფლიოს ქვეყნებში კამპანიას, სხვადასხვა აქტივობით უერთდებიან.