ქალაქ სენაკში დასუფთავებისა და საგაზაფხულო კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებმა, პოლიეთილენის ბოთლებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი დაასუფთავეს.
ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებში სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა იყო ჩართული.