სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის რეგიონალური ეტაპის თამაშები გრძელდება.
თამაშებს ხელბურთში, ამჯერად, სენაკის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
სენაკის მუნიციპალიტეტიდან, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობა მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებულმა, მეშვიდე საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მიიღეს.
ვაჟთა გუნდმა, გადამწყვეტ შეხვედრაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის სკოლის გუნდს სძლია და დამსახურებულად მოიპოვა რეგიონის გამარჯვებულის ტიტული.
მეშვიდე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი კი მესამე ადგილზე გავიდა.
გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
თამაშები სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა და ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ მხარდაჭერით ჩატარდა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის რეგიონალური ეტაპის შემდგომი აქტივობა ფრენბურთში 1 და 2 აპრილს, ზუგდიდში გაიმართება და მასში, სენაკის მუნიციპალიტეტიდან, მონაწილეობას მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული, ნოსირის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები მიიღებენ.