31 მარტს, 15 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ,,თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გაიმართება:
დოკუმენტური ფილმების: ,,სანდრო ახმეტელი – 135“ და ,,თამარ წულუკიძე -115“ ჩვენება – ფილმების ავტორი და რეჟისორი, გვანცა მეფარიშვილი
,,ქართული თეატრი საბჭოთა ოკუპაციის პირისპირ“ – თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე
,,რეპრესირებული ქართველი მხატვრები და საზოგადო მოღვაწეები” – ქართველი მხატვარი, გია გუგუშვილი
პროექტი თეატრის საერთაშორისო დღეს და ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 84 წლისთავს ეძღვნება