სენაკის მუნიციპალიტეტის მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საკირცხალიო-საკერძაიოს უბანში, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 1 264 219 ლარს შეადგენს.
პარალელურად, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საკილასონიოს უბანში, შიდა საუბნო გზაზე, ასევე იგება ასფალტო-ბეტონის საფარი.
სამუშაოების ღირებულება 691 211 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის
კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან და შესამაბისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.