ძლიერმა ქარმა, ქალაქ სენაკში, რუსთაველის ქუჩის 170-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის სახურავი ნაწილობრივ დააზიანა.
შემთხვევის ადგილზე, პირველი წუთებიდანვე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
მთელი ღამის განმავლობაში, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისაგან იწმინდებოდა გზები.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, 24 საათიან რეჟიმში, ჩაერთვნენ ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის“ და მერიის სამსახურების ჯგუფები.
სპეციალური კომისია სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.
ამ წუთებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან ერთად, სტიქიის სალიკვიდაციო აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, გადახურვითი სამუშაოების განხორციელების დეტალებს ეცნობა.