მუნიციპალიტეტის მერმა, პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელებისგან, განხორციელებული, ამ ეტაპზე მიმდინარე პროექტებისა და არსებული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო სექტორებში დაგეგმილ პროექტებს, ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობას, ახალ ინიციატივებს, სამოქმედო გეგმების განხორციელების კონცეფციებს.
ვახტანგ გადელიამ მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელებს ყველა პრობლემურ საკითხზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ზომების მიღება დაავალა.
,,ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მუნიციპალიტეტისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა სექტორის განვითარებისკენ, საზოგადოებისთვის სასიკეთო პროექტების განხორციელებისკენ უნდა იყოს მიმართული“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.