მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახლადრეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გაიხსნა

დღეს, სენაკში, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახლადრეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, უკრაინის სახელმწიფო ორდენის კავალერის და სენაკის საპატიო მოქალაქის, დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, განხორციელდა: სცენის დემონტაჟი და ახლით შეცვლა, სასცენო განათების სისტემის მოწყობა და სხვა სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, შენობის პირველი, მეორე და მესამე სართულების, სხვადასხვა სივრცეების რეაბილიტაცია, მოეწყო ელექტროგაყვანილობის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემები, ახლით შეიცვალა საკონცერტო დარბაზის სკამები.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ჩატარდა შენობის ექსტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის შენობა 34 წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის ცენტრია, სადაც 300-მდე მოსწავლე-ახალგაზრდა სხვადასხვა სერვისით სარგებლობს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2023
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Skip to content