საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, ამ წუთებში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ასფალტის საფარი იგება.
ჭყონდიდელის ქუჩიდან გაზის ყოფილ ტრესტამდე, ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 244 824 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია გაეცნო.