დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან ერთად, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საკილასონიოს უბანში მიმდინარე საგზაო ინფრასტურქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნულ ლოკაციაზე, წლების შემდეგ, პირველად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც, მოსახლეობა კეთილმოწყობილი, განახლებული გზით ისარგებლებს.
სამუშაოების ღირებულება 691 211 ლარს შეადგენს.