დღეს, სენაკის ცენტრალურ სტადიოზე, რეგიონული ლიგის ,,გ“ ჯგუფის მერვე კალენდარული შეხვედრა გაიმართა.
სენაკის ,,ეგრისი“ ჩხოროწყუს ,,სამეგრელოს” დაუპირისპირდა.
მატჩს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
შეხვედრა ანგარიშით – 11: 0, სენაკის ,,ეგრისის“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.