მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ხიდ-ბოგირების აღდგენა-რეკონსტრუქცია სენაკში

ხიდ-ბოგირებისა და ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მოადგილესთან, ლევან ელიავასთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში ვიმყოფებოდი, სადაც ადგილობრივ მოსახლობას შევხვდი და ხიდ-ბოგირების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გავეცანი.

პროექტის ფარგლებში, სოფელ სახარბედიოში ვახორციელებთ ხიდ-ბოგირების აღდგენით სამუშაოებს, ღირებულებით – 131 985 ლარი;

პარალელურად, სოფელ საწულეისკირიოში, გრძელდება ხიდ-ბოგირების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტი, ღირებულებით – 24 572 ლარი.

ხიდ-ბოგირებისა და ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები შემდეგ ლოკაციებზე:

ყოფილი სამხედრო ქალაქიდან თეკლათის მიმართულებით, რეაბილიტირდება დაზიანებული რკინა-ბეტონის ჯებირები და ხიდ-ბოგირები;

ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამხედრო ბაზასთან – დაზიანებული ხიდის აღდგენა;

ეკის ადმინისტრაციული ერთეულის საცხვიტავოს უბანში – ხიდ-ბოგირის აღდგენა-რეკონსტრუქცია;

ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გახომელას ლეგოგიეს უბანში – რკინა-ბეტონის ხიდის აღდგენითი სამუშაოები.

 

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივნისი 2023
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Skip to content