სენაკის მუნიციპალიტეტი შეუერთდა #მერებისშეთანხმების (#CoMEast) იმ ათასობით ადგილობრივი თვითმმართველობების ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის მიზანია ევროკავშირის, კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანების განხორციელება.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის მერიაში, მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (SEKAP) შემუშავების ჯგუფი შეიქმნა, რომლის სამოქმედო სტრატეგია მოიცავს: ამ მიმართულებით, პრიორიტეტული სექტორების განსაზღვრას, პროექტების იდენტიფიცირებას, მუნიციპალური და არამუნიციპლაური შენობების რეესტრის შექმნას და ენერგომოხმარების განსაზღვრა/გამოვლენას, co2-ის ემისიების გამოთვლას, რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებას, საადაპტაციო ღონისძიებების განხორციელებას.
მდგრადი ენერგეტიკის გეგმის მონაცემთა ბაზის შეგროვების მიზნით, გაიმართა მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (SEKAP) შემუშავების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, სადაც ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობის შეჯამესთან ერთად, სამომავლო კონცეფცია დაისახა.
პროექტი ხორციელდება #მერებისშეთანხმების (#CoMEast) მთის რეგიონების მდგრადი განვითარების კავკასიის ქსელის, ენერგოეფექტურობის ცენტრ ,,საქართველოს” და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით.
,,მერთა შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკის თაობაზე” მიზნად ისახავს ეკოლოგიურად, სოციალურად და ეკონომიურად მდგრადი გარემოს დამკვიდრებას. აღნიშნულ პროექტს, ჩვენს მუნიციპალიტეტთან ერთად, დმანისის და ცაგერის მუნიციპალიტეტებიც შეუერთდნენ.
ზუგდიდისა და ფოთის შემდეგ, სენაკი, სამეგრელოდან, მესამე მუნიციპალიტეტია, რომელიც ევროკავშირის ფართომასშტაბიან ინიციატივას შეუერთდა.