დღეს, სენაკის სპორტის სასახლემ, ინტელექტუალურ თამაშს – ,,რა? სად? როდის“ უმასპინძლა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ინტელექტუალურ პროექტში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სექტორის 14 -მა კერძო და საჯარო სკოლამ მიიღო.
საინტერესო და ემოციურად დატვირთულ თამაშს, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ჩატადა, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, დარეჯან ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანამანათლებლო სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინტელექტუალური თამაშის პირველი ადგილის მფლობელი წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდი ,,ინფინიტი“ გახდა.
მეორე ადგილი წილად ხვდა ჟიული შარტავას სახელობის N2 საჯარო სკოლის გუნდს „ადელანტე“, მესამე ადგილზე კი – N3 საჯარო სკოლის გუნდი ,,ამბაზი“ გავიდა.
ღონისძიებას გიორგი მოსიძე უძღვებოდა.