მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში, ქართული ხალხური ცეკვის ფესტივალ-კონკურსი ჩატარდა

10 ივნისს, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქორეოგრფიული სტუდია ,,კუჩხიბედინერის“ – ხელმძღვანელი: ზვიად გვასალია, ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკში, ლეგენდარული სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სენაკის საპატიო მოქალაქის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების ტრადიციული ფესტივალ-კონკურსი ,,კუჩხიბედინერი – 2023“ ჩატარდა.
ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობა სენაკის, ფოთის, მარტვილის, ჩხოროწყუს, აბაშის, ქუთაისის, მარტყოფის ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს.
კონკურსის გრან- პრი გადაეცა მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებულ ბავშვთა სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ჭყონდიდს”.
პირველი ადგილი მოიპოვა მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებულმა ბავშვთა სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,კოლხიდა’.’
მე-2 და 🥉მე-3 ადგილები გაინაწილეს ქალაქ ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილების ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,როკვა” და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის რეზო ჭანიშვილის სახელობის ბავშვთა სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,მარდუქი”.
ქართული ხალხური ცეკვების ფესტივალ-კონკურსი ,,კუჩხიბედინერი 2023″, წელს, მერვედ გაიმართა და სიმბოლურად, ქართული ქორეოგრაფიის დღეს მიეძღვნა.
გილოცავთ ქართული ქორეოგრაფიის დღეს, რომელიც, ამასთანავე, ერის სულის ზეობის დღესასწაულია.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივნისი 2023
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Skip to content