სენაკის მუნიციპალიტეტში, პროექტის – ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი” ფარგლებში, საპროექტო წინადადებების მიღება დასრულდა.
მადლობას გიხდით პროექტში ჩართულ სენაკელებს აქტიურობისა და ინიციატივების დაფიქსირებისთვის.
პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, შემოვიდა 13 საპროექტო წინადადება.
4 საპროექტო წინადადება გადავიდა კენჭისყრის ეტაპზე.
კენჭისყრის შედეგად, 3 პროექტი გაიმარჯვებს.
გამარჯვებული პროექტი 50 000 ლარით დაფინანსდება.
საჯარო კენჭისყრის ეტაპი დღეიდან დაიწყო და 23 ივნისამდე გაგრძელდება.
ბმულის საშუალებით შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საპროექტო წინადადება და მას მხარი დაუჭიროთ: https://bit.ly/43Y4DPq
გაინტერესებთ, რა გაკეთდება სენაკის მუნიციპალიტეტში გამარჯვებული საპროექტო წინადადებების განხორციელების შემთხვევაში?
გაეცანით ქვემოთ კენჭისყრის ეტაპზე გადასულ საპროექტო წინადადებებს:
,,senaki loves you” – ქალაქის ცენტრალური მოედნის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და ქალაქის ცენტრალურ სკვერების უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფას გულისხმობს – პროექტის ავტორი, დავით ხუხუა;
ჭავჭავაძის ქუჩაზე – ხორავას ქუჩიდან ჭყონდიდელის ქუჩამდე – მწვანე ნარგავების გაშენება – პროექტის ავტორი, ირაკლი საჯაია;
ჭავჭავაძის 37-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის მიმდებარედ, დასასვენებელი და საბავშვო ატრაქციების მოწყობა – პროექტის ავტორი, თამარ ლაშკოვა;
სენაკის მუნიციპალიტეტის გაზეთ ,,კოლხეთის“ ძველი ნომრების (1950 წლიდან 1990 წლამდე) გაციფრულება – პროექტის ავტორი, ცოტნე ეჯიბია;
ხმის მიცემის პრინციპი: ხმის მიცემა შეუძლია სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს -როგორც ონლაინ პლატფორმაზე, ასევე წერილობით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში (ჭავჭავაძის 103) მომართვით.
ერთ მოქალაქეს აქვს 1 პროექტზე ხმის მიცემის უფლება.
ველით თქვენს აქტიურობას ხმის მიცემის პროცესში.