2023 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება – ხორში-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზა.
აღნიშნულ ლოკაციაზე, წლების მანძილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა.
პროექტის ფარგლებში, 5კმ-მდე გზაზე, ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება.
მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, განახლებული და კეთილმოწყობილი გზით, ორი ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა ისარგებლებს
პროექტი, ღირებულებით – 1 963 308 ლარი, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
მასშტაბურ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია გაეცნენ.