მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სისტემის გაძლიერება”

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, თბილისში, კონფერენცია – “ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სისტემის გაძლიერება საქართველოში” გაიმართა.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სისტემის გაძლიერებისა და მისი ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ, ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მელუამ და შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონალურმა დირექტორმა, დანიელ მეუულიმ.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ისაუბრა ჩვენს მუნიციპალიტეტში, საჯარო და კერძო სექტორებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის პრაქტიკაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტის როლს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მისაღწევად.
კონფერენციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტების მერებთან, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების, ბიზნესის, აკადემიური წრეების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მანანა გვიჩიამ, სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, ნონა ქადარიამ,
მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტმა, მარინე კვარჭაიამ მიიღეს.
კონფერენცია, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის – “ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ძირითადი ეროვნული ჯგუფის გაძლიერების მანდატი” ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ათეა და გერმანული ორგანიზაცია “მეზოპარტნიორი”, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან თანამშრომლობით ახორციელებენ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივნისი 2023
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Skip to content