სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი ერთეული სპეცტექნიკა – ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა.
JCB-ის მარკის მრავალფუნქციური ტრაქტორის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 259 246 ლარი გაიხარჯა.
ექსკავატორ-დამტვირთველი სარგებლობაში სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრს გადაეცა.
„ვაგრძელებთ ავტოპარკის განახლებას. იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, დიდთოვლობას თუ სტიქიურ მოვლენებს მომზადებული შეხვდეს, შევიძინეთ ახალი მრავალფუნქციური ტრაქტორი. ასევე შევიძინეთ ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, 19 კუბური მეტრის ტევადობის ნაგავშემკრები მანქანა. „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, ასევე გადმოგვეცა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, სამი ნაგავმზიდი და პიკაპის მარკის 3 სატვირთო მანქანა, 350 კონტეინერი, სხვადასხვა ზომის 100 კონტეინერი, ქუჩის (მცირე ზომის) 249 ურნა და უნიფორმა“ – აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.