მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში, მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნება

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, „მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“ (#CoMEast) ფარგლებში, ევროპის მდგრადი ენერგიის კვირეულს (EUSEW 2023) შეუერთდა.
როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტი, მდგრადი ენერგეტიკის დღეს წელს, პირველად აღნიშნავს.
აქტივობის – „მზე ჩემი მეგობარია“ ფარგლებში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონზე, მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება დამონტაჟდა. სპეციალურ მოწყობილობაზე მიერთებული განათების სისტემა, დღის განმავლობაში, მზისგან მიღებული ენერგიის აკუმულირებას ახდენს, საღამოს კი დაგროვილი ენერგიის ხარჯზე ნათდება.
პროექტის მიზანია გარე განათების სექტორიდან ნახშირჟანგის ემისიის შემცირების სტიმულირება.
პროექტის ფარგლებში, მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემის მოწყობა სხვა ლოკაციებზეც არის დაგეგმილი.
ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ.
მდგრადი ენერგრეტიკის დღის აღნიშვნა სენაკში, თემატური აქტივობებით, ხვალ დასრულდება.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივნისი 2023
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Skip to content