მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

მდგრადი ენერგეტიკის დღე სენაკში

მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, „მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“ (#CoMEast) ფარგლებში, სენაკელი ახალგაზრდები, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ქვესადგურს – „მენჯი 220“ ესტუმრნენ.

შემეცნებითი ტურის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს ენერგომომარაგებისთვის ერთ-ერთი საკვანძო ქვესადგური, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს სენაკის, ხობის, აბაშის, მარტვილის მუნიციპალიტეტებს და ქალაქ ფოთს.

სსე-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს ქვესადგურის მართვის პრინციპები, მიაწოდეს ინფორმაცია მაღალი ძაბვის ქსელისა და ძალოვანი ენერგეტიკული დანადგარების ფუნქციონირების შესახებ; ასევე გაეცნენ კომპანიაში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებს და დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებს.

მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში გამართული თემატური აქტივობით დასრულდა.

 

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივნისი 2023
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Skip to content