სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღის სასკოლო ასაკის 377-მა აღსაზრდელმა, მუნიციპალიტეტის მერისგან და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებისგან, საჩუქრად, სასკოლო ნივთები მიიღო.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილესთნ, ლევან ელიავასთან და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან, ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სექტორის ყველა თანამშრომელს, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი სააღმზრდელო წლისთვის, მადლობა გადაუხადა; აღსაზრდელებს სამახსოვრო ალბომები და საჩუქრები გადასცა და სასკოლო ცხოვრების ეტაპზე, წარმატებები უსურვა.
,,ბავშვების განვითარება და განათლება ბაღიდან იწყება. ჩვენი ხელისუფლების დიდი მიღწევაა, რომ დღეს ბაღები უფასოა და ყველა ბავშვისთვის შეგვიძლია სკოლამდელი აღზრდის შეთავაზება. ვაშენებთ და ვარემონტებთ ბაღებს, ვაუმჯობესებთ პირობებს, რომ ჩვენი პატარები სათანადო გარემოში აღიზარდონ.
დღეს, სწორედ ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მიერ აშენებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მეორე საბავშვო და მეხუთე ბაგა-ბაღებს ვეწვიეთ.
მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს დაიწყება: ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის N2, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის და ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის N 1 საბავშვო ბაღების მშენებლობა;
ამ პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში, სამ ეტაპად, 8 ახალი საბავშვო ბაღი მშენებლობა და 12 არსებული საბავშვო და ბაგა-ბაღის რეაბილიტაციაა დაგეგმილი“ – აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.