მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორმა, ალექსანდრე ჯანჯღავამ, საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა.

მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ორგანიზებით გამართული ანგარიშის პრეზენტაციას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, შესაბამისი სამსახურებისა და სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ხანგრძლივი, წარმატებული, საქმიანობისა და სკოლამდელი აღზრდის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორს, ალექსანდრე ჯანჯღავას, მადლობის სიგელი გადასცა.

შეხვედრაზე ასევე დაჯილდოვდნენ:

ნახევარსაუკუნოვანი წარმატებული საქმიანობისა და სკოლამდელი აღზრდის სფეროში შეტანილი წვლილისთვის – ძველი სენაკის პირველი საბავშვო ბაღის გამგე, მაყვალა ჯიმშელეიშვილი;

თეკლათის საბავშვო ბაღის ღვაწლმოსილი აღმზრდელ-მასწავლებელი, ნაილი კეკელიძე;

66 კრედიტიანი, ტრენინგგავლილი 23 აღმზრდელ-მასწავლებელი;

პირველი ივნისის ღონისძიებაში მონაწილე 9 საბავშვო და ბაგა-ბაღი;

კონკურსის – „მწვანე ჯილდო” მონაწილე აღმზრდელ-მასწავლებლები: თამარ ქანთარია, თეა გვაზავა და მანანა გრიგოლია;

კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის – სკოლამდელი აღზდის გაერთიანების სპეციალისტი, საქმის წარმოებისა და კადრების აღრიცხვის საკითხებში – მარინე სიორდია.

ბოლო წლების მანძილზე, სკოლამდელი აღზრდის სექტორში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მიმდინარეობს და იგეგმება.

მათ შორის, აღსანიშნავია:

N1 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

N2 და N6 ბაგა-ბაღების გადახურვის პროექტი;

N1 ბაგა-ბაღში – საბავშვო სივრცის მოწყობა;

თეკლათის საბავშვო ბაღის ცენტრალური გათბობის სისტემით აღჭურვა;

ხელფასები გაეზარდა ყველა თანამშრომელს;

პროფესიული 66 საათიანი ტრენინგ მოდულით, 46 აღმზრდელ-მასწავლებელი გადამზადდა;

ნოქალაქევის საბავშვო ბაღში, წყალმომარაგების მწვავე პრობლემა გადაწყდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს:

N3 ბაგა-ბაღის მშენებლობა;

უახლოეს პერიოდში დაიწყება ლეძაძამეს, ფოცხოს N2 და ძველი სენაკის N1 ბაგა-ბაღების მშენებლობა.

იგეგმება – N2 და N6 ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივლისი 2023
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content