მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობისა და ჩართულობის მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო – სენაკის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა.
საბჭოს წევრების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრაცია 34-მა ახალგაზრდამ გაიარა, მათგან, საკონკურსო კომისიის წევრებმა, გასაუბრების შედეგად, პირველ ეტაპზე, 15 კონკურსანტი შეარჩიეს.
წევრობისთვის დაწესებული კრიტერიუმები:
წევრობის კანდიდატი არის 14-29 წლის;
არის საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებულია (ან ცხოვრობს) სენაკის მუნიციპალიტეტში.
საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:
სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზდების საჭიროებებისა და ინტერესების შესწავლა და წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება მათი უზრუნველყოფის მიზნით;
მონაწილეობა – სენაკის მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში, ასევე შესაბამისი ადვოკატირების კამპანიის წარმოება;
მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირება მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის, პროგრამების, აქტივობების და სხვა არსებული შესაძლებებლობების შესახებ.
საბჭოს წევრების კონკურსის ჩატარება და შერჩევა მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურმა, ახალზრდულ საკითხებზე მომუშავე პასუხისმგებელმა პირებმა უზრუნველყვეს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივლისი 2023
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content