მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სტიქია სენაკის მუნიციპალიტეტში

ძლიერმა წვიმამ სენაკის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, გზები და სავარგულები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, მდინარემ რამდენიმე ლოკაციაზე დამბა გაარღვია.
სტიქიამ ღვარცოფული და მეწყრული პროცესები გამოიწვია, რის გამოც გზების დიდი ნაწილი დაზიანებულია.
ზანისა და ლესიჭინეს საზღვარზე, მეწყერმა სენაკი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი ჩამოშალა.
ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს შემოვლითი გზის აღდგენითი სამუშაოები.
სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ დააზიანა ქალაქების – სენაკის და ფოთის მკვებავი 300 და 700 მმ-იანი ცენტრალური მილები, რის გამოც, წყალმომარაგება შეეზღუდა 32 000-ზე მეტ აბონენტს.
წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, ამ ეტაპზე, რთული რელიეფისა და წყალუხვობის გამო, დაზიანების ლიკვიდაცია შეუძლებელია.
მიუხედავად ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვის ცენტრის წარმომადგენლები მობილიზებული არიან, რათა მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლეს დროში აღუდგეს.
24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, შექმნილ ვითარებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე ეცნობიან სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილეები.
მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისიის წევრები, ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და ზარალს დაითვლიან.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივლისი 2023
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content