სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა დილიდან დაიწყო.
ამ წუთებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა მუნიციპალური სამსახური.
პარალელურად, დაიწყო წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოები.
სენაკს და ფოთს წყალმომარაგება უახლოეს დღეებში აღუდგება.
დღეს, სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და მიმდინარე გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, შოთა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი.