მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

რეაბილიტირდა ძველი სენაკის საჯარო სკოლა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ლევან სუხიტაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
პროექტი, რომლის ღირებულება მილიონ სამასი ათასი ლარია, ითვალისწინებს 3 სართულიანი შენობის აღჭურვას ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის, ფუნქციონირებს ამწე-ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები.
შენობას, განახლებულ სასწავლო სივრცეებთან ერთად, აქვს ექიმის კაბინეტი, სააქტო და სპორტული დარბაზები, სასადილო, კომპიუტერული ოთახები და საბუნებისმეტყველო კლას კაბინეტები.
აღსანიშნავია, რომ 1874 წელს, აკაკი წერეთლის შუამდგომლობით და ძველ სენაკელთა მონდომებით, გაიხსნა ერთკლასიანი სათავადაზნაურო სკოლა.
სწავლების პირველ წელს, ძველი სენაკის სკოლაში, 21 მოსწავლე ირიცხებოდა.
1884 წლის 25 ოქტომბერს, სკოლა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, სადაც, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით, სიტყვა წარმოუთქვამს აკაკი წერეთელს. სკოლას არაერთხელ სწვევია პედაგოგ-განმანათლებელი, იაკობ გოგებაშვილი.
სკოლამ დიდი როლი შეასრულა მრავალი თაობის აღზრდის საქმეში. სწორედ აქ ეზიარნენ ცოდნას და შემდეგ დიდ გზაზე გავიდნენ საქვეყნოდ ცნობილი აკადემიკოსები: კონსტანტინე გამსახურდია, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია, პეტრე ქავთარაძე, ვარლამ თოფურია.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ნოსირის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის მაშტაბური სამუშაოები.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივლისი 2023
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content