მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში, წყალმომარაგების აღდგენისთვის საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

მობილიზებულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ბრიგადები და ექსპლუატაციის სამსახური, მძიმე და სპეც. ტექნიკა.

,,მილსადენი უკვე აწყობილია. ხვალ დილიდან, ქალაქ სენაკის ნაწილი, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს, ხოლო დარჩენილი ნაწილის უზრუნველსაყოფად, სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ დაზიანება ორ დღეში მოგვარდება” – აღნიშნა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების აღსადგენად, სამუშაოები, აქტიურად, 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება.

სამუშაოების მიმდინარეობას და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ – გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილე, ირაკლი ნაფეტვარიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია და მერის მოადგილე, ლევან ელიავა.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის გამოც, ქალაქების – სენაკისა ფოთის 32 000-ზე მეტ აბონენტს წყალმომარაგება ამ დრომდე შეზღუდული აქვს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივლისი 2023
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content