დღეს, ქალაქ სენაკში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სტიქიის შედეგად უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა სასმელი წყლით მოამარაგეს.
ამ დრომდე, სენაკში, წყალმომარაგების აღდგენისთვის საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
მობილიზებულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ბრიგადები და ექსპლუატაციის სამსახური, მძიმე და სპეც. ტექნიკა.
ხვალ დილიდან, ქალაქ სენაკის ნაწილი, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს, ხოლო დარჩენილი ნაწილის უზრუნველსაყოფად, სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება