მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ნოსირის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდება

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მასშტაბურ პროექტს, რომლის ღირებულება მილიონ ხუთასი ათასი ლარია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ლევან სუხიტაშვილი, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში, რემონტდება საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სველი წერტილები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ადმინისტრაციული ნაწილი და ფოიე.

სრულად შეიცვალა შენობის სახურავი და ელექტროობა;

ეწყობა გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.

ასევე მიმდინარეობს შენობის ფასადისა და შიდა ეზოს მოპირკეთება.

სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყობა გარე ლიფტი (ამწე) და ადაპტირებული სველი წერტილები.

მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული კაბინეტები, ბიბლიოთეკა, ექიმის და რესურს ოთახები.

სამუშაოები სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივლისი 2023
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content