სენაკის რკინიგზის სადგურში დასუფთავების აქცია მოეწყო
საქართველოს რკინიგზის ინიციატივითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, სადგური ,,სენაკი” და მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლევან ელიავამ, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრმა, საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანისა და ინფრასტრუქტურის ფილიალების წარმომადგენლებმა მიიღეს.
დასუფთავდა სადგურის გარე და შიდა პერიმეტრი, ბაქანი, სარკინიგზო ხაზი და მის გასწვრივ არსებული ლოკაციები.
მსგავსი ტიპის დასუფთავების აქციებს, საქართველოს რკინიგზა, მერიის ჩართულობით, პერნამენტულად ახორციელებს.