დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის სხვადასხვა ზონებში, დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა. მუნიციპალურმა სამსახურებმა, სტიქიის შედეგად დაზიანებული ლოკაციები – ჭავჭავაძის, რუსთაველის, კოსტავას, აღმაშენებლის, ქურდოვანიძის ქუჩები – შლამისა და ინერტული მასალისგან დაასუფთავეს.