მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

თეატრალური ფესტივალის სენაკური დღეები დაიწყო

რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი სენაკის თეატრში გაიხსნა

პირველ აგვისტოს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლით „რომეო და ჯულიეტა“ (რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა) დაიწყო რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, თეატრალური სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

1-7 აგვისტოს ფესტივალს სენაკისა და ფოთის მუნიციპალიტეტები უმასპინძლებენ. ფესტივალში ქართულ რეგიონულ თეატრალურ დასებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სამი უცხოური დასი ირანიდან, იაპონიიდან და სომხეთიდან.

2023 წელი უდიდესი დრამატურგის, უილიამ შექსპირის, წლად არის გამოცხადებული და მთელი მსოფლიო ზეიმობს „პირველი ფოლიოს“ 400 წლისთავს. რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალიც სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს ეხმაურება და წარმოდგენილი იქნება მხოლოდ უილიამ შექსპირის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები.

გარდა სპექტაკლებისა, ფესტივალი იმ თეატრების ახალგაზრდა მსახიობებს, რომლებიც საფესტივალო პროგრამაში არ მონაწილეობენ, სთავაზობს მასტერკლასების სერიას სამსახიობო ოსტატობაში, რომელსაც მათთვის ჩაატარებენ ამერიკიდან მოწვეული რეჟისორები: დიმიტრი ტროიანოვსკი (რეჟისორი, ბრენდაის უნივერსიტეტის თეატრალური მიმართულების პროფესორი), ადრიან გიურეა (რეჟისორი, კოლგეიტის უნივერსიტეტის თეატრალური დეპარტამენტის პროფესორი), სომონა გიურეა (კოლგეიტის უნივერსიტეტის თეატრალური დეპარტამენტის სამსახიობო ხელოვნების პედაგოგი).

ინფორმაციისთვის: რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ 2015 წელს ქალაქ ფოთში დაფუძნდა, მას შემდეგ წარმატებით იმართება და ყოველწლიურად ახალ, საინტერესო წარმოდგენებს სთავაზობს მაყურებელს.

ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს”.

რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი 7 აგვისტოს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დამთავრდება სპექტაკლით „ქალიშვილები“ (უილიამ შექსპირის „მეფე ლირის” მიხედვით).

ფესტივალის პროგრამა სრულად იხილეთ აქ: https://bit.ly/44N5DHa

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აგვისტო 2023
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
Skip to content