საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს და სრულიად საქართველოს.
ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს, 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე, საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.