სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად, ტაეკვანდოს მსოფლიო ჩემპიონატში (ICTF) გამარჯვებულ სპორტსმენებს, პრიზიორებს და მათ მწვრთნელს, საქართველოს ტაეკვანდოს ICTF ფედერაციის პრეზიდენტს, ლაშა ჯოლოგუას შეხვდა, მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
14-16 ივლისს, იტალიის ქალაქ რენდეში, გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი ტაეკვონდოში (ICTF), სადაც მსოფლიოს 18 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
საქართველოს სახელით, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, ხუთმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და ხუთივემ წარმატებულად იასპარეზა.
ბავშვთა ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ოთო დემურია ( 9 წლის);
მე-3 საპრიზო ადგილზე გავიდა საბა ფხაკაძე (11 წლის).
დიდებს შორის, მე-2 ადგილი დაიკავა ლაშა ჯოლოგუამ, ხოლო მესამე ადგილებზე გავიდნენ უშანგი და ცოტნე მიშველაძეები.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებულ სპორტსმენებს ფულად ჯილდოს გადასცემს.