მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

 პირველად, ჩვენს ქალაქში, სენაკის ჩემპიონატი ფეინთბოლში!

27 აგვისტოს, 12 :00 საათზე, ცენტრალური სტადიონის სავარჯიშო მოედანზე, გაიმართება სენაკის ჩემპიონატი ფეინთბოლში!

ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-29 წლის, სენაკში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს.

ფეინთბოლი არის გუნდური (თითო გუნდში 5 წევრი), ექსტრემალური, ტექნიკურ-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო ქმედებების იმიტაციას განსაზღვრულ ტერიტორიაზე.

ამისათვის გამოიყენება სპეციალური პნევმატური იარაღი (ე.წ. მარკერი) და საღებავიანი ჟელატინის ბურთულები.

თამაშები მიმდინარეობს ტყეებში, ღია მოედნებზე, შენობებში, ბუნებრივი და ხელოვნური ბარიერებისა და საფარების გამოყენებით.

თამაშები ჩატარდება ოლიმპიური წესით.

ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს, დეტალურ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურში მოგაწვდიან.

დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 599 85 75 87

ჩემპიონატის ორგანიზატორია საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაცია, ფინანსური მხარდამჭერი – სენაკის მუნიციპალიტეტი.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აგვისტო 2023
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
Skip to content