ქალაქ სენაკში, პირველად, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა.
თამაშში მონაწილეობდა 9 გუნდი, მათგან ფინალში გადავიდა 2 – ,,აისისი” და ,,გორგასლიანები”.
ფეინთბოლის სენაკის ჩემპიონატის გამარჯვებული, გუნდი ,,აისისი” გახდა.
გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ფეინთბოლის ეროვნულ ჩემპიონატში.
ჩემპიონატს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილესთან, მანანა გვიჩიასთან და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტთან, გვანცა მალანიასთან ერთად დაესწრო.
ჩემპიონატი, საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.