მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,კოლხური სოფელი” – სენაკიდან, თბილისობის დღესასწაულზე

გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა ,,თბილისობა 2023-ს” უმასპინძლა.

სენაკის მუნიციპალიტეტი თბილისობის სახალხო დღესასწაულს წელს, უკვე მეორედ, მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა.

მუზეუმში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრი, ლევან მგალობლიშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, იოსებ ბაღათურია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია დაესწრნენ.

სენაკის კუთხემ ყველა ასაკის დამთვალიერებლისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება – ,,კოლხური სოფელი“ წარმოადგინა: შედგა სენაკის საპატიო მოქალაქის, მსოფლიოში აღიარებული გამოჩენილი მხატვარ-ფერმწერის, პრემიების ლაურეატის, პარიზის მსოფლიოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მუდმივი წევრის, მწერალ, ემელიანე (რეზო) ადამიას ნამუშევრების გამოფენა – ,,მეგრული ოდები“, ასევე გამოიფინა ადგილობრივი მეწარმის, ვენერა ხახუბიას, თექაზე დამზადებული ნამუშევრები, გაცოცხლდა სამეგრელოს კუთხის ყოფა, ტრადიციები, მოსავლის აღება-დაბინავების სცენები, წარმოდგენილი იყო ტრადიციული მეგრული სამზარეულო, ადგილობრივ მეწარმეთა – ვენერა ლიპარტიას და ნინო ქავთარაძის პროდუქცია, ხალხური რეწვის ნიმუშები, გაიმართა ელარჯისა და სულუგუნის მომზადების მასტერკლასები.

,,კოლხურ სოფელში“ კონცერტი გამართეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა -,,მუსიკელმა“ და ,,გოგალაიმ”.

თბილისობის/თბილისქალაქობის დღესასწაული ყოველწლიური საშემოდგომო ფესტივალია, რომელიც სათავეს 1979 წლიდან იღებს. ეთნოგრაფიულ მუზეუმში თბილისობის აღნიშვნის ტრადიცია 2022 წლიდან აღდგა.

 

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2023
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content