დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ მოადგილეები წარადგინა.
მერის პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობებს – ბადრი ქუთელია და ნანა ზარანდია დაიკავებენ.
,,მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვებისა და პროგრამის სრულფასოვნად შესრულებას, თქვენს მხარდაჭერასთან ერთად, კომპეტენტური, გამოცდილი და ღირსეული ადამიანებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი სჭირდება.
ბადრი ქუთელიამ და ნანა ზარანდიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი სამომავლო გეგმების ფორმირებაში.
მინდა მათ წარმატებები ვუსურვო. მჯერა, რომ ისინი, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, უკვე მერის მოადგილის რანგში, ჩვენი მუნიციპალიტეტის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას მოახმარენ“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.
წარდგენის პარალელურად, ვახტანგ გადელიამ, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისგან, გასული და მიმდინარე კვირის მანძილზე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიიღო.